17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყო

15:21, 11.03.2018

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყო. ჯგუფში საქართველოს მეტოქეები მინი-ტურნირის მასპინძელი პოლონეთი, ირლანდია და მაკედონია არიან.

გიორგი ნემსაძის გუნდი პოლონეთში 17 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს. თამაშები 21, 24 და 27 მარტს გაიმართება.

მიმდინარე ციკლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რვა გუნდის ნაცვლად, 16 ითამაშებს. თითოეული ჯგუფიდან ევროპირველობაზე ორი საუკეთესო გუნდი გავა.

მსგავსი