ანდჟეი დუდას განცხადება

პოლონეთი გერმანიას ტანკების გადაცემის შესახებ დადებული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. გერმანული გამოცემა „ველტის“ ცნობით, ანჯეი დუდამ ეს განცხადება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გააკეთა. როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობა პოლონეთს დაპირდა ტანკ „ლეოპარდის“ მიწოდებას, თუ ვარშავა საკუთარ ტანკებს უკრაინას გადასცემდა. ანდჟეი დუდას თქმით, საერთო ჯამში, გერმანიის მთავრობა მხოლოდ მცირედს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.