დაანონსებული აქცია პარლამენტთან

პარტია „დროა“ საქართველოში უკრაინულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია „სვიტანოკთან“ ერთად, ხვალ პარლამენტის წინ აქციას გამართავს. აქცია 9 მაისის რუსეთის სირცხვილის დღედ გამოცხადებას შეეხება.

როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, უკრაინელთა მსოფლიო კონგრესმა წამოიწყო კამპანია, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, 9 მაისს აღნიშნოს თავისი გამარჯვების დღე. მათი თქმით, 8 მაისს მსგავსი შინაარსის აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება.