უკრაინაში საომარი მოქმედებებისას კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა

პირველადი ინფორმაციით, ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ფოტოჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმა უიარაღო მაქსიმ ლევინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს“, – განაცხადა პროკურატურამ. მათივე ინფორმაციით, მიღებულია ყველა ზომა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად. უკრაინელი ფოტოჟურნალისტი დაკარგულად ითვლებოდა. ლევინის მეგობარმა, მარკიან ლისეიკომუკრინფორმის“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევინი ფრონტზე იმყოფებოდა კიევის მახლობლად, მაგრამ 13 მარტის შემდეგ, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.