ოლაფ შოლცის განცხადება

ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს.

გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის ყოველდღიურად უფრო დრამატული გახდება. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით, გერმანიის პოზიცია უცვლელია.