13 მაისს ავჭალის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ ქუთაისის „აიას“ დაუპირისპირდება

18:40, 12.05.2018

13 მაისს ავჭალის სტადიონზე დიდი სარაგბო საღამოა – ხვალ, 20:00 საათზე, საქართველოს სარაგბო ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქართული გუნდები, თბილისის „ლოკომოტივი“ და ქუთაისის „აია“ დაუპირისპირდებიან.

ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ფინალისტი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

მსგავსი