თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზის ახლომდებარე ტერიტორიაზე 13 მაისის სკვერი გაიხსნა. 1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანია თარიღია. თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში „კარლ ცაისი“ დაამარცხა. დიდი გამარჯვების 45 წლის იუბილეს ვეტერანი დინამოელები ესწრებოდნენ. სკვერის გახსნის ინიციატივა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირს ეკუთვნის და საკრებულოს მხარდაჭერით გაკეთდა.