ადვოკატების მოთხოვნა

დაბა სურამში 6 ივლისს მეუღლის მიერ მოკლული სამი შვილის დედის ოჯახის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს. მოკლული 31 წლის ქალის, თეა რუსიას უფლებადამცველების თქმით, მკვლელობისთვის ბრალდებული ილია ქურდაძე თავს შეურაცხადად „ასაღებს“ და ამ ფორმით ცდილობს, პატიმრობას თავი აარიდოს.

უფლებადამცველების თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში, ქურდაძე შერაცხადი იყო და ამას ექსპერტიზაც დაადასტურებს. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზამ ის შეურაცხადად აღიარა, ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა პირველ სექტემბერს არის ჩანიშნული.