​ჯო ბაიდენის განცხადება

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერებთან შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს აბსოლუტურად ცრუ უწოდა და განაცხადა, რომ მათი შედეგები მოსკოვმა მოამზადა.