​მიხაილო პოდოლიაკის გამოხმაურება

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ „ნატო არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას“, თუ არ აღიარებთ ომს და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები რუსებს უკრაინაში მკვლელობისკენ უბიძგებს. „გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ღიად განაცხადა, რომ „ნატო არ ჩაერთვება კონფლიქტში და არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას“. ევროკავშირის პოლიტიკოსის მხრიდან ყოველი ასეთი განცხადება, რუსებს უკრაინაში ხოცვა-ჟლეტის მოწყობისკენ უბიძგებს“, – ნათქვამია მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი