ველვეტი (U)
ორშაბათი-პარასკევი, 19:10

XX საუკუნის 50-იანი წლები, ესპანური მოდის „ოქროს ხანა”. გალერეა „ველვეტი” – ადგილი, სადაც ყველაზე მოდური, ელეგანტური და მდიდრული ტანსაცმელი იკერება. სილამაზე, ფანტაზია, დახვეწილი სტილი. ამ გალერეაში მოხვედრა საოცნებოა.

თვალისმომჭრელი მოდის ინდუსტრიის პარალელურად, სერიალში ასახულია სიყვარულის საოცარი ისტორია. ახალგაზრდა და მოკრძალებული ანა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მადრიდში გადადის საცხოვრებლად და მკერავად იწყებს მუშაობას გალერეაში. მას თავდავიწყებით უყვარდება „ველვეტის” მეპატრონე ალბერტო.

წყვილის ბედნიერებას ხელს უშლის მათი განსხვავებული სოციალური მდგომარეობა და ალბერტოს საცოლე კრისტინა. გარდა ამისა, ოჯახის სხვა წევრებიც ცდილობენ „ველვეტის” ხელში ჩაგდებას და გამუდმებით ხლართავენ ინტრიგების ქსელს…

ვიდეო/აუდიო