წამყვანი – მარი მალაზონია, ექიმი-ნუტრიციოლოგი, პროფესორი.
სამედიცინო გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“. 30 წელზე მეტია მარი მალაზონია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება. მაყურებელი გადაცემაში შეხვდება საუკეთესო ექიმებს, მოისმენს პრაქტიკულ რჩევებს, შეიტყობს სამედიცინო სიახლეებს. ნახავს საილუსტრაციო სიუჟეტებს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების შესახებ, ოჯახისა და გარემოს მნიშვნელობაზე ჩვენი ჯანმრთელობის ფორმირებაში. ისწავლის ვარჯიშსა და კვებას „შუქნიშნის“ პრინციპით, სხვადასხვა დაავადების შესაბამისად, გემრიელი და ჯანსაღი კერძის მომზადებას.