ო-ჯახი

21 სექტემბრიდან ყველაზე პოპულარული ისრაელური კომედიის ქართული ადაპტაცია „ო-ჯახი“.

ოჯახი, რომელიც ყოველდღიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, გადაწყვეტს, დაიწყოს სიარული ოჯახის ფსიქოლოგთან.

ფსიქოლოგიური სეანსები წარმოადგენს სერიალის ფონს, რომლის საშუალებით მაყურებელი ეცნობა ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ქვრივიშვილები კლასიკური ქართული ოჯახია: დედა, მამა, თინეიჯერი ტყუპი გოგოები, 13 წლის ბიჭი და ახალდაბადებული ბავშვი, ასევე ძალაუფლების მოყვარული ბებია. რამ მოიყვანა ქვრივიშვილები ფსიქოლოგთან? ფსიქოლოგთან საუბრის დროს ცოლ-ქმარი განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ყოველ ახალ სერიაში ჩვენ ბევრ ახალს აღმოვაჩენთ მათი ცხოვრებიდან - კონფლიქტი და კამათი, თუმცა ამავდროულად ბევრი გულისამაჩუყებელი მომენტი.

მთავარ როლებში: გოგა ბარბაქაძე, ანა ახვლედიანი, თემიკო ჭიჭინაძე, დარეჯან ხარშილაძე, თამრი ხურცილავა, ლაშა ჯუხარაშვილი, ანა ლოლაძე, ანა ამინაშვილი, საბა ქუბიაშვილი.

სცენარის ადაპტაციის ავტორი - ილია ჯიბღაშვილი;
რეჟისორი - ლაშა ცერიაშვილი;
გენერალური პროდიუსერი - ლევან ყუბანეიშვილი; აღმასრულებელი პროდიუსერი - მალხაზ ქვრივიშვილი; დამდგმელი ოპერატორი - ვაჟა თოფურია;
მხატვარი - ნიკა შავგულიძე;
კომპოზიტორი - დავით ფორჩხიძე.

აუდიო / ვიდეო

1 2