ნაშუადღევს
ორშაბათი-პარასკევი, 12:30

ორშაბათი – პარასკევი, 12:30 
წამყვანები – მარიამ გიორგობიანი, ელენე თავაძე, თინათინ ლაღიძე, ირინა ესვანჯია, ნინუცა ორჯონიკიძე.

გასართობი გადაცემა „ნაშუადღევს” პირველი არხის პირდაპირ ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:30 საათიდან 15:00 საათამდე.
გადაცემა მიზნად ისახავს მაყურებლის გართობას, პოზიტიური განწყობის შექმნას, ამასთან, აუდიტორიისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა სფეროდან, მათ შორისაა: კულტურა, მოდა, ტურიზმი, არქიტექტურა, თავის მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კინო და ფოტოხელოვნება, ქალი ბიზნესში და სხვ.
გადაცემის მიზანია ახალი სახეების, საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და წარმოჩენა. გაშუქდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ცხოვრების რიტმი და სიახლეები.
ხუთი წამყვანიდან დღის ეთერს, მონაცვლეობით, სამი მათგანი გაუძღვება.

ნუცას ტური
წამყვანი – ნუცა გამცემლიძე.

თავგადასავლებისა და ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულებისთვის ყოველ პარასკევს ეთერშია რუბრიკა „ნუცას ტური”.
„ნუცას ტური” მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტს გააცნობს. რუბრიკის მიზანია ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ჯობას სამზარეულო

წამყვანი – ლევან ჯობავა

ყოველ სამუშაო დღეს „ნაშუადღევის” ეთერშია რუბრიკა „ჯობას სამზარეულო”.
რუბრიკის წამყვანი საინტერესო ადამიანებს უმასპინძლებს. მაყურებელი სიახლეებს შეიტყობს როგორც სტუმრების, ასევე მათი კულინარიული შესაძლებლობების შესახებ.
„ნაშუადღევის სამზარეულოს” რეცეპტები მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება პირველი არხის ონლაინ პლატფორმაზე.

ვიდეო/აუდიო