ლიტერატურული თეატრი
ორშაბათი - პარასკევი, 21:30

ორშაბათი – პარასკევი, 21:30

პროექტის მიზანია მსმენელებს გააცნოს ქართველი მწერლების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის და სხვათა ნაწარმოებების სრული აუდიო ვერსია.

გადაცემათა ამ ციკლში გამოყენებულია კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის ხმები და ცნობილი ქართველი მსახიობების: ვერიკო ანჯაფარიძის, სერგო ზაქარიაძის, ვასო გოძიაშვილის, აკაკი ვასაძის, სესილია თაყაიშვილის, ეროსი მანჯგალაძის, გურამ საღარაძის, ზინა კვერენჩხილაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, გიზო სიხარულიძის, გიორგი გეგეჭკორის და სხვათა მიერ წაკითხული ფრაგმენტები ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან.

ეს პროექტი განახორციელა რადიოთეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა:

რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი – ბაკო ხვიჩია, რედაქტორი – ზეზვა ზვიადაური.

ვიდეო/აუდიო