კინოკლუბი
შაბათი, 21:00

ყოველ შაბათს, 21:00 „ტელესკოლის“ ეთერშია კინოკლუბი. შემეცნებით-ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც კინო ფესტივალების სტრუქტურის დაახლოებითი ანალოგია, სადაც ყველა ის კომპონენტია წარმოდგენილი, რაც საშუალო თუ მაღალი სტანდარტის კინო ფესტივალზე გვხვდება. გადაცემა შედგება ორი ნაწილისგან, ერთი ნაწილი მოიცავს უშუალოდ ფილმს, რომელიც გადის ეთერში/სტუდიაში, მეორე ნაწილში კი ამ ფილმის გარშემო იმართება მსჯელობა. გადაცემას ჰყავს წამყვანი, იგივე მოდერატორი და ახალგაზრდებით დაკომპლექტებული აუდიტორია, რომლებიც ერთად მასპინძლობენ არჩეული ფილმის რეჟისორს, მსახიობს, ოპერატორს ან გუნდის სხვა წევრს. გადაცემაში სტუმრად არიან როგორც ახალგაზრდა, დამწყები ავტორები, ასევე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კინო რეჟისორები თუ მსახიობები, ვინც შექმნა კინოს ეპოქა და არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც თქვა ქართული სიტყვა კინოს მეშვეობით. ფილმის ყურების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოწვეული სტუმარი ცდილობს კინო-კლუბის წევრებთან ერთად იმსჯელოს ფილმზე და გასცეს პასუხი ყველა დასმულ კითხვას.

ვიდეო/აუდიო