ფერმა

პროექტის ავტორი და პროდიუსერი - თამარ ბოლქვაძე
წამყვანი - თამთა წერეთელი
ჟურნალისტები - სალომე ნიკოლაიშვილი, თამარ პატატიშვილი
რეჟისორი - ირაკლი ნიჟარაძე

ტელეჟურნალი „ფერმა“ აგროთემატიკის შემეცნებითი გადაცემაა. შინაარსი მოიცავს სოფლის მეურნეობის ყველა დარგს. მიზანი - აგროსფეროთი დაინტერესებულ სამიზნე ჯგუფს მიეწოდოს საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია: როგორ იქმნება ფერმერული მეურნეობა, რისი ცოდნაა საჭირო მეურნეობის მართვა-განვითარებისთვის, როგორია წარმატებული ფერმერების გამოცდილება, რა სარგებელი მოაქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორ ვითარდება ბიომეურნეობები, როგორია ახალგაზრდების დაინტერესება აგროპროფესიებით და მათი ჩართულობა აგროსაქმიანობაში, როგორ ვითარდება აგროწარმოება, რა გზას გადის პროდუქტი „ფერმიდან - სუფრამდე“, როგორ ვითარდება თანამედროვე აგროსაქართველო!

ტელეჟურნალი შედგება სამი ნაწილისგან:
1. მთავარი სიუჟეტი - „ფერმა ფერმაში“ - ფერმერის ერთი სამუშაო დღე
2. რუბრიკა „არტიშოკი“ - ქალაქელების მეურნეობა
3. რუბრიკა „აგროამბები“ - აგრარული სიახლეები, ექსპერტთა რჩევები, აგროანალიტიკა და სხვ.

აუდიო / ვიდეო

1 9 10 11 12 13 20