ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები

გოგა ლაზრიშვილი, იგივე „ცვანციკა“, შემეცნებითი პროექტის „ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები – მათემატიკა აბიტურიენტებისთვის“ წამყვანია.

გოგა ლაზრიშვილი მათემატიკოსია 35-წლიანი გამოცდილებით. მას 7000 გაკვეთილი და 400 ლექცია აქვს ჩატარებული. სწორედ ის დაეხმარება აბიტურიენტებს მათემატიკის სასკოლო გამოცდის და ეროვნული გამოცდების უნარების მათემატიკური ნაწილის დაძლევაში.

ჩვენი უფასო ვიდეოკურსი მოიცავს 130 გაკვეთილს, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 12 წუთია.

ყოველი გადაცემის განთავსებასთან ერთად თქვენ მიიღებთ ტესტებს და შეძლებთ საკუთარი ცოდნის გადამოწმებას.

მოემზადეთ გამოცდებისთვის ჩვენთან ერთად, უყურეთ ვიდეო გაკვეთილებს, გააკეთეთ ტესტები და კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ჩვენი პროექტის ფეისბუქ გვერდზე.

ჩვენი ვიდეო გაკვეთილების დახმარებით გაგახსენებთ იმას, რაც დაგავიწყდათ და გასწავლით იმას, რაც გამოტოვეთ.

ვიდეო/აუდიო