ახალი კვირა
კვირა, 21:00

კვირა, 21:00

„ახალი კვირა” მთელი კვირის მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებს შეეხება.

კვირის ბოლოს, გადაცემა შეაჯამებს მიმდინარე აქტუალურ თემებს, გააანალიზებს საგარეო და შიდაპოლიტიკურ პროცესებს, დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ სოციალურ პრობლემებს, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას და მოამზადებს საგამოძიებო რეპორტაჟებს.

შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს შემეცნებით და კულტურულ თემებზე, კონკრეტული ადამიანების მიღწევებისა და საქმიანობის, ეთნიკური ჯგუფებისა და მათი ტრადიციების, უცხო ქვეყნების კულტურული ცხოვრების შესახებ.

სტუდიური გადაცემა კვირის განმავლობაში მომზადებულ რეპორტაჟებს მოიცავს. გადაცემა ითვალისწინებს სტუმრების ჩართულობას, კონკრეტულ თემაზე მომუშავე რეპორტიორის სტუდიაში ინტეგრაციას (თემის მომზადების მსვლელობისა და დამატებითი ფაქტების წარსადგენად), ასევე, რეპორტიორების ჩართვას.

ვიდეო/აუდიო