ზურაბ ჯაფარიძე - ეგზიტპოლის შედეგებითაც კი, „გირჩი“ ყველაზე პერსპექტიული პარტიაა საქართველოში
ზურაბ ჯაფარიძე - ეგზიტპოლის შედეგებითაც კი, „გირჩი“ ყველაზე პერსპექტიული პარტიაა საქართველოში

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა. ერთ-ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძე მეოთხე ადგილზეა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა „გირჩს“. ნებისმიერ შემთხვევაში, „გირჩისთვის“ ეს არის გამარჯვება. რაც შეეხება ეგზიტპოლს, ყველა ფლანგი ცდილობს, შექმნას წინასწარი განწყობა, რომ ისინი არიან გამარჯვებულები. ჩვენ ვაკეთებთ პარალელურ დათვლას და კომენტარს გავაკეთებთ, როცა გვექნება მეტ-ნაკლები სურათი ჩვენი პარალელური დათვლის. გვგონია, რომ „გირჩს“ უფრო მეტი შედეგი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ვნახეთ ეგზიტპოლებში. ამ შედეგითაც კი, გირჩი არის საქართველოში ყველაზე პერსპექტიული პარტია”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, არჩევნებზე პარტიის დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.