ზვონიმირ ბობანი „მილანს“ სასამართლოში უჩივლებს
ზვონიმირ ბობანი „მილანს“ სასამართლოში უჩივლებს

ყოფილი ხორვატი ნახევარმცველი ზვონიმირ ბობანი სასამართლოში უჩივის „მილანს“, რომელმაც ის მარტის დასაწყისში სპორტული დირექტორის პოსტიდან გადააყენა. ამის შესახებ დაწერა გამოცემა „ტუტოსპორტმა“.

შეგახსენებთ, რომ განთავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობანმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება კლუბის გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის მოქმედებით. ხორვატი ფუნქციონერი ამტკიცებდა, რომ გაზიდისი მის ზურგსუკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმანელ რალფ რანგნიკთან. ელოდებიან, რომ რანგნიკი დაინიშნება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ან დირექტორად. არ არის გამორიცხული, მან ეს პოსტები შეათავსოს.

ბობანი მიიჩნევს, რომ მისი განთავისუფლება უსამართლო იყო და სასამართლოს ძალით აპირებს ფულადი კომპენსაციის მიღებას.

51 წლის ბობანმა „მილანში“ მხოლოდ ცხრა თვე იმუშავა.