ზვიად პატარიძე ოქროს მედლის მფლობელია [ვიდეო]

ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელ სპორტსმენებს შორის, 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ქართველი ზვიად პატარიძე და თურქი ოსმან ილდირიმი შეხვდნენ.

დაძაბული ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა და ზვიად პატარიძე ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის შემდეგ პატარიძე 0-5 აგებდა და მეორე ნახევარში 6 ქულის აღება შეძლო.