ზვიად ნაჭყებია – სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
„იაგელონიასთან“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „იბერიის“ თავდამსხმელმა, ზვიად ნაჭყებიამ ისაუბრა.
„ვემზადებით მატჩისთვის, მოედანზე მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად არ გავალთ და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
„იაგელონია“ ძალიან ძლიერი მეტოქეა. თუმცა პირველი მატჩის შედეგი გუნდებში შორის სხვაობას ნამდვილად არ ასახავს. რაც შეეხება მეტოქის პლუსებს, ჩემი აზრით, „იაგელონია“ ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, იმედი მაქვს გულშემატკივარი სტადიონზე მოვა, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.