ზვიად ლაზიშვილმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა დათმო #1TVSPORT
ზვიად ლაზიშვილმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა დათმო #1TVSPORT

UFC-ის რიგებს კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა. ზვიად ლაზიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დღეს პირველი ბრძოლა გამართა.

ქართველის  მეტოქე მექსიკელი მარტინესი იყო, რომელსაც 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული (13 გამარჯვება და ოთხი მარცხი).

ლაზიშვილმა და მარტინესმა ოქტაგონზე სამივე რაუნდი იჩხუბეს და მსაჯთა გადაწყვეტილებით, გამარჯვება მექსიკელ სპორტსმენს ერგო  (30-27, 29-28, 29-28).