ზვიად გოგოჭურმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე პირველი ადგილი დაიკავა (ვიდეო)

16:29, 23.04.2018

ქართველმა პარასპორტსმენმა, ზვიად გოგოჭურმა ანტალიაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშებაზე პირველი ადგილი დაიკავა (ვიდეო). ქართველი ძიუდოისტი -100 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად გოგოჭური წარსულში ევროპის ჩემპიონატისა და IBSA-ს მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული გახდა 90 კგ. წონით კატეგორიაში.

2016 წელს კი რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

მსგავსი