ზვერევმა ოპერაცია გადაიტანა
ზვერევმა ოპერაცია გადაიტანა

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა, გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა გამოაცხადა, რომ თვალებზე ოპერაცია გაიკეთა ნიუ იორკში.

„ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. კარგად ვგრძნობ თავს. ყველაფერი გეგმის მიხედვით იყო. ვაგრძელებ აღდგენას და მალე ვარჯიშებს შევუდგები. იმედია, მალე შევხვდებით ავსტრალიაში“, – მოჰყავს გერმანელის სიტყვები Tennis World USA-ს.

ალექსანდრ ზვერევმა 2019 წელს მოიგო ATP-ის ერთი ტურნირი – ჟენევაში.