ზვერევი – ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემს კარიერაში
Germany's Alexander Zverev returns to Austria's Sebastian Ofner during their Men's singles match on day six at the Wimbledon Tennis Championships in London Saturday, July 8, 2017. (AP Photo/Kirsty Wigglesworth)
გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვებასთან დაკავშირებით თავისი სიხარული გამოხატა. ტურნირი ლონდონში გაიმართა და ფინალში ზვერევმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.
„ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა ჩემს კარიერაში“, – ციტირებს „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ზვერევს, – „ეს ჯილდო ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტურნირზე საუკეთესოები მონაწილეობენ. გასაკვირია, თუ როგორ შევძელი გამარჯვება. ძალიან ვამაყობ ჩემი მოგებებით, განსაკუთრებით ჯოკოვიჩთან და ფედერერთან. იმედი მაქვს, რომ დავრჩები ესეთ დონეზე და ვეცდები ჩემი თამაში უფრო მრავალფეროვანი გავხადო. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და ბევრ რამეში შემიძლია მომატება. მინდა მომავალ წელს ბევრი ტიტული მოვიგო“.