ზვერევი ჟენევის ტურნირის გამარჯვებულია
ზვერევი ჟენევის ტურნირის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ჩილელი ნიკოლას ჯარი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ გერმანელის სასარგებლოდ, სამ სეტში, ანგარიშით – 6:3, 3:6, 7:6 დასრულდა.

ჟენევაში მოპოვებული გამარჯვებით, ზვერევმა ATP ტურნირებზე კარიერაში მე-11 ტიტული მოიგო.

დატოვე კომენტარი