ზურიკო დავითაშვილს იტალიაში იწვევენ – „ატალანტასა“ და „სენტ-ეტიენს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ბერგამოს „ატალანტა“ იწვევს – საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Peuple Vert-ი ავრცელებს.
„საფრანგეთის ლიგა 2-ის „სენტ-ეტიენს“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე სერია A-ს ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა, ბერგამოს „ატალანტამ“ მიმართა – იტალიური კლუბის მიერ შეთავაზებული თანხა 8-ნიშნიან ციფრს მოიცავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.
გასულ სეზონში „ატალანტამ“ სერია A-ში მე-7 ადგილი დაიკავა და კონფერენსლიგაში მოსახვედრად პლეიოფში ითამაშებს.
ადრე გავრცელებული ცნობის მიხედვით, დავითაშვილის შეძენით „ბეშიქთაში“ დაინტერესდა, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ ფინანსურად არახელსაყრელი პირობების გამო შეთავაზება უარყო.