ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში თავი ისევ გამოიჩინა და „ბორდო“ „ლავალთან“ საშინაო შეხვედრაში 2:0 დააწინაურა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. „ბორდო“ ამ ტურამდე ქულით უსწრებდა გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ და მოგება სჭირდება.

„ბორდომ“ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა და ამაში თავისი წვლილი ქართველმა შემტევმა შეიტანა. დავითაშვილის წაქცევისთვის საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც იოან ბარბემ შეასრულა და მეტოქის კარი აიღო.

33-ე წუთზე კი დავითაშვილმა გამოიჩინა თავი, მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში დარტყმით „ბორდოს“ უპირატესობა გაზარდა. ეს მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გატანილი მეხუთე გოლია.

„ბორდოსა“ და „ლავალის“ მატჩის ხილვა შეგიძლიათ აქ – nakrebi.ge