ზურიკო დავითაშვილმა ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და „სენტ-ეტიენს“ „გრენობლის“ ანგარიშით 4:0 დამარცხებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა სეზონისთვის მზადება გვიან დაიწყო, რადგან ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეს გუნდში დარჩენა არ სურდა. ამიტომ იგი „სენტ-ეტიენს“ დაგვიანებით შეუერთდა და საწყის ორ ტურში თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა.
ამჯერადაც დავითაშვილი მოედანზე მოგვიანებით შევიდა, თუმცა გაცილებით ადრე – 27-ე წუთზე მან ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა, თავის გამოჩენა კი 82-ე წუთზე შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „სენტ-ეტიენი“ კი სამი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით (9 ქულა) პირველ ადგილზეა.