ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ოსერთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ოსერთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი და „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ოსერს“ ესტუმრნენ და დაძაბუილ ბრძოლაში ქულა მოიპოვეს – 1:1.

მე-19 ტურის დაპირისპირება ქართველის გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 27-ე წუთზე „ოსერის“ შეტევა ჰამედ ტრაორემ დააგვირგვინა. „სენტ-ეტიენმა“ წონასწორობა 45-ე წუთზე დავითაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ აღადგინა – ბურთი მეკარემ მოიგერია, არეულობაში კი დამატებაზე ლუკას სტასინიმ გაიტანა.

საქართველოს ნაკრების შემტევი სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო მეორე ნახევარში, ერთხელ შესანიშნავი დრიბლინგით ორ მცველს ეფექტურად გაცდა, საჯარიმოში შევიდა და მესამესთან ბრძოლაში წონასწორობადაკარგულმა პენალტი მოითხოვა, მაგრამ მსაჯმა თამაში სამართლიანად გააგრძელა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 19 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 18 ქულით მე-14 ადგილზეა და აუტსაიდერთა ზონას მხოლოდ ქულით ასწრებს.