ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასით „ბორდომ“ „ვალენსიენი“ დაამარცხა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასით „ბორდომ“ „ვალენსიენი“ დაამარცხა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „ვალენსიენთან“ სტუმრად ითამაშა და 2:1 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

საქართველოს ნაკრების თამაშებიდან დაბრუნებული შემტევი ნახევარმცველი მე-6 ტურის შეხვედრაში თავიდან „ბორდოს“ სათადარიგო ფეხბურთელებს შორის იყო, მწვრთნელმა ის მოედანზე 71-ე წუთზე შეიყვანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა.

„ბორდომ“ კარგად დაიწყო და 37-ე წუთზე დაწინაურდა, მასპინძელთა კარი ალბერტ ელისმა აიღო. მეორე ნახევარში „ვალანსიენმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, 63-ე წუთზე „ბორდოს“ დავიდ კრუზემ გაუტანა. სტუმარმა გუნდმა გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, დავითაშვილის გადაცემით ალექს პიტუმ ისარგებლა.

„ბორდო“ ჯერ კიდევ არასახარბიელო მდგომარეობაშია. 6 ტურის შემდეგ დავითაშვილის გუნდმა მხოლოდ 9 ქულა დააგროვა (1 ქულა გასული სეზონის ბოლო ტურში ჩაშლილი თამაშისთვის დააკლეს) და მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა.