ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სტუმრად მოიგო და კონკურენტს გაუთანაბრდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სტუმრად მოიგო და კონკურენტს გაუთანაბრდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში „ბორდო“ სტუმრად „პოს“ შეხვდა. „ბორდოს“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მისმა გუნდმა 2:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში კონკურენტს დაეწია.

ჟირონდელებმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს – სტუმართა შეტევა ზუსტი დარტყმით ბოკელემ დააგვირვინა. 67-ე წუთზე კი მათი უპირატესობა ბაკვამ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დავითაშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს. ამ მოგების შემდეგ „ბორდომ“ 39 ქულა დააგროვა და 22 ტურის შემდეგ „სოშოსთან“ (39) მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ტურის მატჩს ყველაზე გვიან გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ჩაატარებს – ქართველის გუნდი 6 თებერვალს „ამიენს“ ესტუმრება.