ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ლავალთან“ წააგო #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ლავალთან“ წააგო #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის გათამაშების ლიდერს, „ლავალს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრა „ბორდომ“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 33-ე წუთზე მასპინძელთა კარი ზუსტი დარტყმით „ლავალის“ თავდამსხმელმა, მალიკ ჩოკუნტემ აიღო.

მეორე ტაიმში „ბორდომ“ მთელი ძალებით შეუტია. 53-ე წუთზე დავითაშვილი კარის წინ გაიხსნა, მაგრამ თანაგუნდელმა ბურთი კარგად ვერ მიაწოდა. შვიდ წუთში ქართველი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, „ლავალის“ კიპერმა სტუმრები გადაარჩინა.

ამჟამად „ბორდო“ საფრანგეთის ლიგა 2-ში 11 ქულით მე-13 პოზიციაზეა.