ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ტრუას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ლიგა 2-ის მე-16 ტურის საშინაო მატჩში „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა. ანგარიში „ტრუამ“ პირველ ტაიმში გახსნა, მასპინძლების კარი 34-ე წუთზე ალექსის ლეფებრიმ აიღო.

მეორე ტაიმში „ბორდო“ სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. 64-ე წუთზე კი ბოლო იმედის ჯარიმისთვის „ბორდოს“ გაბონელმა მცველმა, ჟაკ ეკომიემ წითელი ბარათი მიიღო.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 16 ტურის შემდეგ „ბორდო“ 18 ქულით მე-15 ადგილზეა.