ზურიკო დავითაშვილი - შოტლანდიასთანაც გვიქომაგეთ და იმედს გაგიმართლებთ [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსთან მოგებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ბორდოს“ ნახევარმცველის მიერ 84-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოიგო.

„დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მოგებაა. მიხარია, რომ გოლი გავიტანე და ნაკრებს წარმატებაში დავეხმარე. შოტლანდიასთანაც გვიქომაგეთ და იმედებს გაგიმართლებთ“, – თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დღეს „ტრანსფერმარკტმა“ „ბორდოს“ ქართველი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 2,5 მილიონ ევრომდე გაზარდა. 22 წლის დავითაშვილმა საქართველოს ნაკრებში 25-ე მატჩი ჩაატარა და მეოთხე გოლი გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ ოთხი ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა და ესპანეთსაც უსწრებს.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 20 ივნისს გლაზგოში ჯგუფის ლიდერთან, შოტლანდიასთან გამართავს.