ზურიკო დავითაშვილი ნაკრებში პირველ გამოძახებაზე - მადლობა ვაისს ამ ნდობისთვის
ზურიკო დავითაშვილი ნაკრებში პირველ გამოძახებაზე - მადლობა ვაისს ამ ნდობისთვის

„დიდი მადლობა ვლადიმირ ვაისს, რომელიც მენდო და ნაკრებში პირველად გამომიძახა“, – ეს საქართველოს პირველ არხთან ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში პირველ გამოძახებაზე განაცხადა.

საქართველოს ნაკრები 5 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრაში სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე კორეას დაუპირისპირდება, ხოლო 8 აგვისტოს თბილისში, „დინამო-არენაზე“ ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპის მატჩში დანიას უმასპინძლებს.

უახლოესი ორი მატჩისთვის, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კი ორი დებიუტანტია: დინამო თბილისის წევრი ლევან შენგელია და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი.

„ნაკრებში რომ ვიყავი გამოძახებული, გუშინ მითხრეს და ძალიან გამიხარდა. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. შევეცდები, რომ ეროვნულ გუნდშიც ისეთივე სასარგებლო ვიყო, როგორც ასაკობრივ ნაკრებებში“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან 18 წლის ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ყაზანის „რუბინში“ ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული შვიდივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.