ზურიკო დავითაშვილი - „გენტის" და „ჰამბურგის“ გარდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი მაქვს
ზურიკო დავითაშვილი - „გენტის" და „ჰამბურგის“ გარდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი მაქვს

ზურიკო დავითაშვილმა კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა – 18 წლის ფეხბურთელმა პირველ არხთან განაცხადა, რომ ყაზანის „რუბინის“ მცდელობის მიუხედავად, რუსეთის პრემიერლიგის კლუბთან მოლაპარაკება შეწყვიტა და ამ გუნდში დაბრუნებას არ აპირებს. მან კომენტარი შესაძლო ვარიანტებზეც გააკეთა.

„თავიდანვე ამ ტრანსფერით მთავარი მწვრთნელი ყურბან ბედიევი იყო დაინტერესებული და მას მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ძალიან კარგად მიმიღო, ნდობა ვგრძნობდი და მასთან ვარჯიშებმა ძალიან ბევრი შემმატა. ბერდიევმა ახლაც დარეკა და დაინტერესებულია, რომ „რუბინში“ ჩავირიცხო. მაგრამ კონტრაქტის პირობებზე ვერ შევთანხმდით. მათ 4,5-წლიანი კონტრაქტი სურდათ, მე კი ასეთი გრძელვადიანი ხელშეკრულება არ მაწყობდა. „რუბინი“ მხოლოდ ჩემი წამოსვლის დროს შეფუცხუნდა და ახლა ყველანაირ დათმობაზე მოდიან, კონტრაქტის ვადაზეც და ფინანსურ პირობებზეც. მაგრამ საბოლოოდ მიუღებელი ბევრი რამ აღმოჩნდა და „რუბინი“ საბოლოოდ გამოვრიცხე“, – ამბობს პირველ არხთან დავითაშვილი.

პირველი არხის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით ევროპული კლუბები, ბელგიური „გენტი“ და გერმანული „ჰამბურგი“ დაინტერესდნენ. დავითაშვილს კომენტარი ამაზეც ჩამოვართვით –

„ევროპაში გადასვლა ჩემი დიდი სურვილია და უახლოეს დღეებში გაირკვევა, ეს რამდენად რეალურია. რაც შეეხება „გენტისა“ და მეორე ბუნდესლიგის „ჰამბურგის“ დაინტერესებას, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან დაინტერესებას სხვა ბელგიური კლუბებიც ავლენენ, ისევე როგორც შვეიცარიული და პორტუგალიური კლუბები. ტრანსფერის საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს. მაგრამ ერთი აშკარაა – მივხვდი, რუსეთში ტრანსფერის ჩაშლა ქართველ გულშემატკივარს გაუხარდა და ბედნიერი ვიქნები, ევროპულ კლუბში თუ მოხვდები“.