ტაიმაუტის ექსკლუზივი | ზურიკო დავითაშვილი - ეს წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | ზურიკო დავითაშვილი - ეს წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა.

ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ნაკრებიდან გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ქომაგობისთვის.

„არ ვიცი, ცოტა დაბნეული ვარ, არ ველოდი ასეთ ემოციებს. გვჯეროდა, რომ ამას შევძლებდით, ეს წარამატება არა მარტო ჩემი, მთელი გუნდის დამსახურებაა, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის და გავედით მეოთხედფინალში, რაც ისტორიული შედეგია.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი მატჩი მხურვალედ გვქომაგობდა, ძნელია იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა, რაც „დინამო არენზე“ ხდებოდა, ასეთ დროს სხვანაირად იმუხტები, დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ წარმატებულ თამაშს“.