ზურიკო დავითაშვილი - ბოლოდრინდელი წაგებები ფსიქოლოგიურად რთული გადასატანია #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - ბოლოდრინდელი წაგებები ფსიქოლოგიურად რთული გადასატანია #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის თქმით, ბოლო დროს მნიშვნელოვან შეხვედრებში წაგებებმა ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედა.

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ ნახევარმცველმა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „სოჭთან“ (1:2) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, „მატჩ პრემიერთან“ ბოლო ტურამდე გუნდში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

„მიმდინარე სეზონში ბევრი არ გაგვიტანია და მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. დარჩა ერთი მნიშვნელოვანი თამაში და შევეცდებით, ეს მატჩი აუცილებლად მოვიგოთ. რატომ ვერ ვიგებთ? არ ვიცი, ვფიქრობ, რომ კარგად ვთამაშობდით, მათ შორის ბოლო ტურში „სოჭთან“. ამ ბოლო დროს ბევრი თამაში წავაგეთ, ეს ფსიქოლოგიურად რთული გადასატანია,“ – თქვა დავითაშვილმა „მატჩ პრემიერთან“.

რუსეთის ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში ვოლგოგრადის „როტორი“ 16 მაისს ყაზანში „რუბინს“ ესტუმრება. „როტორი“ 21 ქულით მე-15 ადგილზეა და ლიგიდან პირდაპირი გავარდნის თავიდან ასაცილებლად და პლეიოფში მოსახვედრად მხოლოდ მოგება აწყობს.

ასევე გამარჯვება უნდა ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინს“, რომელიც 52 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და ევროთასებზე გასასვლელად ქულის დათმობასაც არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშილის ტრანსფერი სწორედ ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის. რუსული მედიის ცნობით, 20 წლის შემტევი ქართველის მიმართ ინტერესს ტულის „არსენალიც“ იწვევს, რომელიც ასევე გავარდნის ზონაშია (23 ქულით მე-13 ადგილზე).