ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი „რუსთავმა“ მოიგო

12:54, 21.01.2020

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიაულური ტურნირის ტრიუმფატორი „რუსთავის“ საკალათბურთო გუნდი გახდა. ანატოლი ბოისას გუნდმა „კაკტუსი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 89:86 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში ჩატარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ „კაკტუსმა“ 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. დამატებით ხუთწუთიან მონაკვეთში „კაკტუსი“ ოთხი ქულით დაწინაურდა (84:80), თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. საბოლოოდ, შეხვედრა „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა.

რუსთაველთა შორის ყველაზე შედეგიანი – 25 ქულით საბა ლობჟანიძე გამოდგა. „კაკტუსის“ რიგებში კი 31 ქულით საუკეთესო მაიკლ დევისი იყო.

მსგავსი