ზურაბ ხიზანიშვილი 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

13:22, 10.12.2025

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ყოფილი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელთა ნაკრები 2026 წელს შესარჩევ ციკლს დაიწყებს, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება.

ზურაბ ხიზანიშვილი 2017 წლიდან 2020 წლამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, პარალელურად, 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ამზადებდა.

2021 წლიდან ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტად მუშაობდა.

მსგავსი