ზურაბ ხიზანიშვილი 16-წლამდელთა გეგმებზე - შესარჩევ ციკლს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხდეთ
ზურაბ ხიზანიშვილი 16-წლამდელთა გეგმებზე - შესარჩევ ციკლს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხდეთ
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან ორი შეხვედრა გამართა და ორივე წააგო 1:2 და 0:3.
მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენს გუნდს მომავალი შესარჩევი ციკლისთვის ვამზადებთ და რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ. მაგრამ ასეთ ძლიერ მეტოქესთან დღემდე არ გვითამაშია. ჩვენ სწორედ ასეთ მეტოქეებთან შეხვედრები გვჭირდება, შესარჩევ ციკლს ოპტიმალურ ფორმაში რომ შევხდეთ და ჩვენი ნაკლი შესარჩევ ეტაპამდე დარჩენილ ერთ წელში გამოვასწოროთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ზურაბ ხიზანიშვილი.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა და საერთაშოროსო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით, 2020 წლის იანვარში გუნდი ისრაელის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.