ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ გაყოფილია ორად, მეგობრებთან ერთად ვაპირებ, გავაგრძელო „გირჩის“ კეთება
ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ გაყოფილია ორად, მეგობრებთან ერთად ვაპირებ, გავაგრძელო „გირჩის“ კეთება

პარტია „გირჩის“ ოფისში ზურაბ ჯაფარიძესა და მხარდამჭერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე „გირჩის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, შეხვედრის მონაწილეებისგან კითხვებს და იდეებს მოისმენს, თუ როგორ წარმოუდგენიათ პარტიის მომავალი.

„გირჩი“ გაყოფილია ორად. მე და ჩემი მეგობრები ცალკე ვაპირებით, გავაგრძელოთ „გირჩის“ კეთება. მხარდამჭერებს მაღალი ალბათობით აინტერესებთ, როგორი იქნება მომავალი და რის გაკეთებას ვაპირებთ. „გირჩი“ არასდროს ყოფილა ფურცელი, რომელიც რეესტრში არის. „გირჩი“ იდეაა საბოლოო ჯამში და ადამიანები, რომლებიც ამ იდეებისთვის იბრძვიან. ფურცელი გვჭირდება, როდესაც სახელმწიფოსთან გვაქვს შეხება, მაგალითად თუ გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ფურცელიც შეიძლება, ორი იყოს, ორი „გირჩი“ და ხალხს ექნება საშუალება, აირჩიონ რომელი „გირჩია“ ნამდვილი, ვის უჭერენ მხარს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.