ზურაბ იაკობიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

20:48, 23.10.2018

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მორიგი მედალი ზურაბ იაკობიშვილმა მოუტანა. ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის მატჩში მონღოლი სპორტსმენი უშანსოდ დატოვა და 10-0 დაამარცხა.

ამრიგად, ეს საქართველოსთვის მიმდინარე ჩემპიონატზე მოპოვებული მესამე მედალია.

იაკობიშვილის ბრინჯაოს გარდა, ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი კი ავთანდილ კენჭაძემ.

ბრძოლის დასრულების შემდეგ იაკობიშვილმა პირველი არხისთვის ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.

მსგავსი