ზურაბ დათუნაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა [ფოტო]
ზურაბ დათუნაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა [ფოტო]

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება. ევროპის ორგზის ჩემპიონი დღეს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

სპორტსმენმა გუშინ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან გამართა. სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში დათუნაშვილისთვის საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია არის შექმნილი. ლომჯარიამ სპორტის მინისტრს და გარკვეულ უწყებებს ასევე სთხოვა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული ფინანსური დარღვევებით დაინტერესდნენ.