ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ექვს მაჟორიტარულ ოლქზე ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება
ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ექვს მაჟორიტარულ ოლქზე ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ექვს მაჟორიტარულ ოლქზე ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

„ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასული, როცა საქმე ეხება ექვს მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმებას ოპოზიციურ პარტიებს შორის. რამდენიმე დღის საკითხია, რომ ეს საბოლოოდ გამოცხადდეს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ამაში ჩართული არის უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნებში. ვადასტურებ, რომ არის სრული კოორდინაცია და სრული ურთიერთგაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებელია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისარგებლოს მაჟორიტარულ ოლქებში დაკარგული ხმებით, ვერ ისარგებლოს სახელისუფლებო რესურსით და საბოლოო ჯამში, ჩაატაროს იგივე ხრიკი, რაც მაგალითად, 2016 წელს ან სხვა წინა არჩევნებზე იყო. კვირის ბოლოს შესაძლოა, უკვე დავასახელოთ შეთანხმება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.