ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის საჭადრაკო კავშირის მოქმედი პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.

ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს (სექტემბერ-ოქტომბერი) საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში გაიმართება.

2018 წლის მარტში კი ბათუმში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში, გუნდთან ერთად 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმას და ახალ საპრეზიდენტო პროგრამას წარადგენს.