„ზულტე ვარეგემი“ ზარანდიას მეორე შანსს აძლევს
„ზულტე ვარეგემი“ ზარანდიას მეორე შანსს აძლევს

ლუკა ზარანდია იჯარიდან „ზულტე ვარეგემში“ დაბრუნდა, რომელიც ფეხბურთელს მეორე შანსს აძლევს, – ინფორმაციას ბელგიური გამოცემა „ვოეტბალკრანტი“ ავრცელებს.

„ზარანდია „ზულტე ვარეგემში“ ყაზახეთიდან დაბრუნდა, სადაც ჩემპიონატი შეწყდა და ბელგიური კლუბი მას ახალ შესაძლებლობას აძლევს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დიურიმ ქართველი თავდამსხმელი გუნდში უკვე დაიმატა“, – წერს გამოცემა „ვოეტბალკრანტი“.

ბელგიური გამოცემა ამტკიცებს, რომ ზარანდიას გუნდში ასე ადრეულად დაბრუნება გათვალისწინებული არ იყო.

„ზარანდია იჯარით ყაზახეთში, კოსტანაისტობოლში“ თამაშობდა. ლუკა ზარანდია „ზულტე ვარეგემში“ გასულ ზაფხულში დაიმატეს და თავდაპირველად დიდ სათამაშო დროს უთმობდნენ, მაგრამ შემდეგ ქართველი შემტევი სარბიელიდან გაქრა და კორონავირუსის გამოვლენამდე რამდენიმე კვირით ადრე, ყაზახეთში გააგზავნეს. მის დაბრუნებას არ ელოდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზახეთში ჩემპიონატი ვერ დაიწყეს და ზარანდია იძლებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა“, – ამტკიცებს „ვოეტბალკრანტი“.